თბილისში, რუსთაველის გამზირზე ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა.
დაკავებულია ირაკლი ხომასურიძე. მომხდარზე საქმე აღძრულია სსსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით.
დავით ბერძენიშვილის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით, ხათუნა სამნიძე და წევრი დავით ბერძენიშვილი დაზარალებულად სცნეს.
"ორივე - ხათუნაც და მეც გვცნეს დაზარალებულებად. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება მოვლენები. უღრმესი მადლობა ასეთი საყოველთაო სოლიდარობისთვის. ეს ქვეყანა ჩვენია და არა ორკების და მათი პატრონების", - დაწერა ბერძენიშვილმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, დღეს, 6 ივნისს, ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილს რუსთაველის გამზირზე 2 კაცი თავს დაესხა.