პარლამენტის წევრი ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე 2 კაცი თავს დაესხა. ამის შესახებ სამნიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
"ესეც მოხდა. თავს დაგვესხა ორი კაცი რუსთაველზე და გინება, ხელით შეხება მეტს ვერც ვწერ ისე ვარ. პატრული მოვიყვანე. ხმა აღარ მაქვს", - წერს სამნიძე.
გავრცელებული ცნობით, ხათუნა სამნიძესთან ერთად იმყოფებოდა დავით ბერძენიშვილი, რომელსაც ასევე მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
პოლიციამ თავდამსხმელები საპატრულო პოლიციის მანქანით გაიყვანა.
