ლუჰანსკის ოლქის ქალაქ სევეროდონეცკის მახლობლად აფეთქების შედეგად, საერთაშორისო სააგენტო Reuters-ის ორი ჟურნალისტი დაშავდა, ხოლო მანქანის მძღოლი, რომლითაც ჟურნალისტები გადაადგილდებოდნენ, დაიღუპა.
ინფორმაცია თავდაპირველად Russia Today-ის კორესპონდენტმა გაავრცელა, რაც მოგვიანებით Reuters-ის სპიკერმა დაადასტურა.
"Reuters-ის ორი ჟურნალისტი მსუბუქად დაშავდა, როდესაც სევეროდონეცკისკენ მიმავალ გზაზე სროლის ქვეშ მოყვნენ. ისინი ავტომობილით მგზავრობდნენ, რომელიც პრორუსი სეპარატისტების მიერ იყო მიწოდებული. მანქანას მართავდა ადამიანი, რომელიც სეპარატისტების მიერ იყო დანიშნული. ავტომობილის მძღოლი დაიღუპა, ვიზიარებთ ოჯახის მწუხარბას", - აღნიშნა Reuters-ის სპიკერმა.
ინციდენტის სხვა დეტალები Reuters-ს არ გაუმჟავნებია.