„ყველაზე მათავარია ისაა, რომ საპარლამენტო ოპოზიციასა და ლელოს აქვთ ილუზია, რომ ივანიშვილის პირობებში შესაძლებელია ქვეყნის ტრანსფორმაცია, ამისკენ მოუწოდებენ თუ ხელის მოწერის შემდეგ ვერ გადააგდებენ ყველას როცა საჭირო იქნება”, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ლელოს ინიციატივას.
„უკიდურეს შეთხვევაში, ეს არის უდიდესი გულუბრყვილობა. ამ დოკუმენტიდან პრაქტიკულად დარჩენილი არაფერი არ არის, მაგრამ ყველაზე მათავარია ისაა, რომ საპარლამენტო ოპოზიციასა და ლელოს აქვთ ილუზია, რომ ივანიშვილის პირობებში შესაძლებელია ქვეყნის ტრანსფორმაცია, ამისკენ მოუწოდებენ თუ ხელის მოწერის შემდეგ ვერ გადააგდებენ ყველას როცა საჭირო იქნება თუ რა სრული არასერიოზულობაა ეს მოწოდება. ამის ნაცვლად ჩვენ ყველა მოქალაქემდე უნდა მივიტანოთ სიმართლე, რომ ივანიშვილისა და მისი გარემოცვის ხელში ჩვენ ქვეყანას არ აქვს თავისუფლების დაცვის, უსაფრთოხების მოპოვებისა და თავისუფალ სამაყაროში გაღწევის შანსი. ეს არის რასაც უნდა მივაღწიოთ და არ უნდა მოვიტყუოთ თავი საზოგადოების მოტყუებასთან ერთად”, - თქვა ბოკერიამ.