ბოდბელი მიტროპოლიტი იაკობი "მთავარ არხს" "პარტიულ რუპორს" უწოდებს, არხის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას კი "რუსული ნარატივის გატარებაში" ადანაშაულებს.
"კრიტიკული არ იყო მაგი ტელევიზია რა, ტელევიზია იყო პარტიული რუპორი, სხვა არაფერი, რომელიც სახელმწიფო აღმშენებლობას, მე რასაც ვუყურებ, ხელს უშლიდა. თქვენ ხომ კრიტიკულს უძახით? მე რასაც ვუყურებდი, რუსულ ნარატივს ატარებდა სულ მაგ ტელევიზია, თვითონ მაგ ბიჭი. [...] ნიკა გვარამიაზე არ ვარ მე მაღალი წარმოდგენის. მე მაგი მეგონა, ყოველთვის ვაფიქსირებდი ყველგან, რომ რუსულ საქმეს უფრო აკეთებდა, ვიდრე იმას... მე ნაციონალებზე არ ვიძახი. ხალხი არ აღიქვამს მაგას პოლიტიკურ პატიმრად, ფიქრობენ, რომ დროებით მაგისთვისაც და სახელმწიფოსთვისაც, თუ დაისვენებს და ისე ღარ გველაპარაკება... სად ჰქონდა იმდენი ჭკუა, რასაც გველაპარაკებოდა", - თქვა მეუფე იაკობმა.
ჟურნალისტის კითხვას - რაში გამოიკვეთა რუსული ნარატივი, მეუფემ უპასუხა: "ყველაფერში, გეუბნებით, ჩახედული ვარ".
ამასთან, მეუფემ სასამართლო სისტემაზე ისაუბრა და თქვა, რომ 2012 წლამდე პერიოდთან შედარებით, "ძალიან შეიცვალა".
"სასამართლოზე გეტყვით, იმ სასამართლოსთან შედარება, რაც იყო 2012 წლამდე, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დარჩა და უცბად ვერ შეცვლი, ძალიან შეიცვალა სასამართლო. დამოუკიდებლობის ხარისხი ბევრად მეტი აქვს. ნებისმიერ ქვეყანაში, მითხარით და დაველაპარაკები იმათ, არავის სასამართლო არ მოსწონს ბოლომდე", - თქვა მეუფე იაკობმა.
მანვე აღნიშნა, რომ მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და ნიკა გვარამიას პოლიტიკურ პატიმრებად არ თვლის.