"რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაგებინოთ, რამხელა საფრთხეა ივანიშვილის რეჟიმი ჩვენი მომავლისთვის და რომ ამ რეჟიმის პირობებში ჩვენ ნულოვანი შანსი გვაქვს, რომ დავიცვათ თავისუფლება.“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმდჯომარე, გიგა ბოკერია ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
„ივანიშვილის რეჟიმი აგრძელებს და შემდგომშიც გააგრძელებს ამ უტიფარ, უზნეო, უსინდისო, მარტივ, მაგრამ ეფექტურ პროპაგანდას, ყველა ოპონენტის და, მათ შორის, ირიბად დასავლური სამყაროს დემონიზებას. ეს პროცესი გაღრმავდება და გამწვავდება.
ჩენი ამოცანაა, მთლიანად ქართული საზოგადოების და არა რომელიმე ერთი პარტიის, ყველას, ვისაც სურს, რომ იხილოს თავისუფალი, დაცული, უსაფრთხო სამყაროს წევრად საქართველო, ისაა, რომ ამ პროპაგანდის ნიაღვარის ფონზე რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაგებინოთ, რამხელა საფრთხეა ივანიშვილის რეჟიმი ჩვენი მომავლისთვის და რომ ამ რეჟიმის პირობებში ჩვენ ნულოვანი შანსი გვაქვს, რომ დავიცვათ თავისუფლება, გავაღწიოთ სამშვიდობოს და დავბრუნდეთ თავისუფალ სამყაროში“ - გიგა ბოკერია