"ვერ წარმომიდგენია ნორმალური ადამიანი, რომლისთვისაც ეს ყველაფერი არ არის კატასტროფა, რომ აქამდე მივიდა საქართველო, რომ ასეთ დაპირისპირებაშია დემოკრატიულ სამყაროსთან, რომელიც ჩვენ გვჭირდება ჩვენი მომავლის, კეთილდღეობის და მომავლის დასაცავად", - განაცხადა "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ.
"აქ აღსანიშნავი დეტალია ისიც, რომ კობახიძემ ეს ჯერჯობით საპარლამენტო სხდომაზე დაანონსა, წინასწარ თქვა, რომ ეს უნდა მომხდარიყო და ეს ხდებოდა, მთავარია თუ სადამდე მივიდა საქმე, რომ დღეს საქართველოს ყავს რეჟიმი, რომელიც სამკვდრო სასიცოცხლო დაპირისპირებაშია მთლიანად თავისუფალ სამყაროსთან, სადაც ჩვენ გვინდა დაბრუნება, თან რაზე უცხადებს პროტესტს, რომ ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფული არ დაიხარჯოს ქვეყნის განვითარებაზე, ანუ მათ წვრთნაზე, მე კი ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს, თუმცაღა შეერთებული შტატების კეთილი ნებაა, რომ ჩვენს ქვეყანას ეხმარებოდა და მივედით ლოგიკურ ზღვრამდე, საიდანაც იწყება დაპირისპირება თავისუფალ სამყაროსთან, ვერ წარმომიდგენია ნორმალური ადამიანი, რომლისთვისაც ეს ყველაფერი არ არის კატასტროფა, რომ აქამდე მივიდა საქართველო, რომ ასეთ დაპირისპირებაშია დემოკრატიულ სამყაროსთან, რომელიც ჩვენ გვჭირდება ჩვენი მომავლის, კეთილდღეობის და მომავლის დასაცავად", - განაცხადა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე, ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ის საელჩომ იმ პროგრამიდან ამოაგდო, რომელიც აშშ-ში რამდენიმეთვიან კურსს ითვალისწინებდა, აშშ-ში კიდევ 5 მოსამართლე არ წავიდა.