„უნდა მოეშვან ამ ხალხისთვის შეთავაზებებს და ილუზიებს, თითქოს რაღაც შანსი არსებობს წინსვლისა და ამ უფსკრულიდან ჩამოშორების, სანამ ივანიშვილი და მისი ნებისმიერი კლოუნია ძალაუფლებაში“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„არა თუ მოულოდნელი არ ყოფილა იმაში, რაც დღეს მოვისმინეთ ივანიშვილის ამ კლოუნისგან, არამედ თამამად შეგვეძლო აგვეღო მისი ნებისმიერი წინა გამოსვლა, არქივში გადავახვიოთ და მივიღებთ იგივეს. აქ ხო უბრალოდ არის ნიაღვარი სიძულვილის, ცილიწამებისა და ადამიანების ლეგიტიმურ შიშზე, ომის შიშზე უსინდისო ტყუილებით თამაშის. ჩვენ, ვგულისხმობ სრულიად პოლიტიკურ სპექტრს, ევროპული საქართველო დიდი ხანია ამ პოზიციაზე ვართ და საპარლამენტო ოპოზიცია თუ მოვა გონს და ამ პოზიციაზე დადგება, იქნება კარგი, უნდა მოეშვან შეთავაზებებს ამ ხალხისთვის, რაღაც ილუზიებს რომ რაღაც შანსი არსებობს წინსვლისა და ამ უფსკრულიდან დაშორების, სანამ ივანიშვილი და მისი ნებისმიერი კლოუნია ძალაუფლებაში. ნოლია ამის შანსი, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს რომ ეს ხელისუფლება შევცვალოთ და დავარწმუნოთ მეტი მოქალაქე რომ მათი შეცვლა ჩვენი ინტერესია.“- გიგა ბოკერია