"სანამ ივანიშვილი და მისი გარემოცვა აკონტროლებს ძალაუფლებას, ამ ქვეყანას აქვს ნულოვანი შანსი თავისუფლებაზე გაღწევისა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, კეთილდღეობის დაცვისა", - ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია საპარლამენტო დებატებს.
"არაფერი მოულოდნელი დღეს არ მომხდარა. ივანიშვილის რეჟიმი აგრძელებს თავისი ქმედებების უტიფარი პროპაგანდით გამართლებას. ისინი ჩვენი ქვეყნის მომავალს, თავისუფლებას, უსაფრთხოებას სწირავენ საკუთარ ინტერესებს და პუტინისტურ ძალებთან ალიანსს, მაგრამ სამწუხაროდ ამავე დროს საპარლამენტო ოპოზიცია, ნაციონალური მოძრაობა, ლელო, ვაშაძე, გახარია, ყველა ერთად იმის ნაცვლად რომ მკაფიო გზავნილი ჰქონდეთ აგრძელებენ რაღაც გაუგებას შეთავაზებებს ერთობლივ მოქმედებებზე, სთავაზობენ რაღაც ნაბიჯებს რომ გადარჩეს მათი თქმით საქართველოს ევროპული მომავალი თითქოს ამის შანსი არსებობს ივანიშვილის რეჟიმის პირობებში. სიმართლე არის მძიმე, მაგრამ მკაფიო, რომ სანამ ეს რეჟიმი გვყავს, სანამ ივანიშვილი და მისი გარემოცვა აკონტროლებს ძალაუფლებას, ამ ქვეყანას აქვს ნულოვანი შანსი თავისუფლებაზე გაღწევისა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, კეთილდღეობის დაცვისა. ეს უნდა იყოს გზავნილი ყველა დისკუსიისას და რაც შეიძლება მეტ მოქალაქეს უნდა ავუხსნათ, მათ შორის ისეთებს ვინც ივანიშვილის პროპაგანდის გავლენის ქვეშ არიან", - აცხადებს გიგა ბოკერია.