"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთშ გადაყვანასთან დაკავშირებით, ამბობს, რომ თვითდაზიანება და სიმულაცია მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის საბაბი ვერ გახდება.
"ამაზე დავამთავრეთ საუბარი, მარტივი პასუხი გვაქვს, ვერავითარი სიმულაცია და თვითდაზიანება ვერ გახდება გადაყვანის და ა.შ. საფუძველი", - თქვა კობახიძემ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი კვირაზე მეტია კლინიკა "ვივა მედში" რჩება. მისი კვლევის შედეგები ჯერ ისევ არაა ცნობილი. ოჯახიც და ალტერნატიული კონსილიუმის წევრი ექიმებიც ამბობენ, რომ მდგომარეობა უმძიმესია და მსგავსი პაციენტის სრულყოფილად საქართველოში მკურნალობა შეუძლებელია. ამის გამო ისინი ითხოვენ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ.
ფოტო: AFP