"ქართული ოცნების" პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის საელჩოს თხოვნით მიმართავს, „მცირე განცხადება“ გააკეთოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის აშშ-ში გასამგაზვრებელ მოსამართლეთა სიიდან ამორიცხვასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, აშშ-ის საელჩოს განცხადება "სპეკულაციებს მარტივად დაასრულებდა".
"მინდა ამერიკის საელჩოს მივმართო თხოვნით. მესმის, რომ ამ კითხვაზე უარყოფითი პასუხის გაცემაც კი უხერხულობას ქმნის. ამერიკის საელჩოს მხრიდან უხერხულიც კი იქნება საუბარი იმაზე, რომ სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენია, დისკრიმინაცია არ განუხორციელებია, ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობაში არ ჩარეულა და არაფორმალური მმართველობა არ უცდია.
თუმცა, სპეკულაციები გრძელდება და ამ სპეკულაციებს ამერიკის საელჩოს ერთი მცირე განცხადება მარტივად დაასრულებდა. თუ საელჩო შესაბამის განცხადებას არ გაავრცელებს, რაც ჩვენთვის სრულიად გასაგები იქნება, ქართულ საზოგადოებას სრული უფლება ექნება მიიჩნიოს, რომ საუბრები მოსამართლის დისკრიმინაციის შესახებ რადიკალური ოპოზიციის მორიგი დემაგოგია და სპეკულაცია იყო", - თქვა კობახიძემ.