ევროპის ძალოსნობის ფედერაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად ლაშა ტალახაძე 2021 წლის საუკეთესო ძალოსნად აღიარეს.
ევროპის ფედერაციამ საუკეთესოთა გამოსავლენად გამოკითხვა პირველად ჩაატარა და ევროპის ჩემპიონატების 100 წლის იუბილეს დაამთხვია.
ლაშა ტალახაძეს ჯილდო ალბანეთში, ევროპის ჩემპიონატის გახსნის საიუბილეო ღონისძიებაზე გადაეცემა.
ლაშა ტალახაძემ 2021 წელს ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები მოიგო და თავისივე მსოფლიო რეკორდებიც გააუმჯობეს.
ქალთა შორის ევროპის საუკეთესო ძალოსნად რუმინელი ტომა ლორედანა აღიარეს.