რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ჩვენ გვაქვს ანტიდასავლური რიტორიკა და რას ეფუძნებოდა ეს, რომ ორ ევროპარლამენტარს დავარქვით „ნაცმოძრაობის“ ლობისტი, რაც ფაქტია და ამას უწოდეს ანტიდასავლური რიტორიკას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სინამდვილეში ანტიდასავლურ რიტორიკას აწარმოებს „ნაცმოძრაობა“ თავისი ლომჯარიათი, ენჯეოებით და სხვებით.
„რაში გამოიხატება ანტიდასავლური რიტორიკა? მათ პრაქტიკულად ბრალი დადეს აშშ-ს საელჩოს რაში, ეს არის პირდაპირ გამოხატული დისკრიმინაცია, ეს არის სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაში ჩარევა და მესამე ეს არის არაფორმალური მმართველობის მცდელობა, ამ ადამიანებმა, რადიკალურმა ოპოზიციამ თავისი ლომჯარიებით და ენჯეოებით დაადანაშაულა აშშ-ის საელჩო იმაში, რომ ისინი ახორციელებენ დისკრიმინაციას, ერევიან სასამართლოს დამოუკიდებლობაში და ცდილობენ, არაფორმალურად მართონ ხელისუფლება, კონკრეტულად სასამართლო სისტემა.
ზუსტად ეს არის ანტიდასავლური რიტორიკა, შეგახსენებთ, რომ 2004-დან 2012 წლამდე მაშინაც კი არ გამოდიოდა არავითარი კრიტიკით კონკრეტული მოსამართლეების მიმართ აშშ-ის საელჩო, როდესაც მთელი სისტემა მუშაობდა, როგორც რეპრესიული მანქანა, მაშინ გახსოვთ თქვენ ასეთი ფაქტი, რომ რომელიმე მოსამართლე არ წაიყვანეს საზღვარგარეთ. კონკრეტული ადამიანები, მოსამართლეები, რომლებიც უმძიმეს განაჩენებს ადგენდნენ, გადაწყვეტილებებს იღებდნენ, პირდაპირ იყვნენ ჩართული რეკეტში, ყაჩაღობაში და ა.შ. შემდეგ ისინი დაჰყავდათ საზღვარგარეთ და რატომ – ამაში ვერავის გაამტყუნებ, რადგან საელჩო ვერ ჩაერეოდა სასამართლოს დამოუკიდებლობაში. ყაჩაღები დაჰყავდათ მაშინ და ბუნებრივია, მაშინ, რადგან არ ჰქონდათ სხვანაირი საშუალება. ეს არის ანტიდასავლური პროპაგანდა, როდესაც რადიკალური ოპოზიცია თავისი ლომჯარიებით და ენჯეობეით ადანაშაულებს აშშ-ის საელჩოს დისკრიმინაციაში, არაფორმალური მმართველობის მცდელობაში და სასამართლო დამოუკიდებლობის ხელყოფაში, ეს არის ზუსტად ანიდასავლური პროპაგანდა“, – განაცხადა კობახიძემ.