საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო რეჟისორ საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლის „დონ ჟუანი“ პრემიერას, რომელიც თბილისის ცირკში გაიმართა. სპექტაკლი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით დაიდგა.
პროექტის განმახორციელებელია დამოუკიდებელი თეატრალური კომპანია „ხვლიკი“, პროექტის მენეჯერი - ია კელერმანი. „დონ ჟუანი“ მუსიკალურად გააფორმეს კონსტანტინე ეჯიბაშვილმა და ვახტანგ გვახარიამ, მხატვარი გახლდათ ბარბარა ასლამაზი, ხოლო მსახიობები: ვლადიმერ ვაშაკიძე, მარიამ ბალახაძე, ანიკო შურღაია, ენდი ძიძავა, გივიკო ბარათაშვილი, გიორგი მაქაძე, თორნიკე კაკულია, გაგა არაბული, ლუკა ახალაძე, კონსტანტინე ეჯიბაშვილი, ანდრია ვაჭრიძე.