გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივნის, ლიზ ტრასის განცხადებით, მოლდოვა უნდა იყოს აღჭურვილი ნატოს სტანდარტებით, რათა მუდმივად იყოს მზად რუსეთის შესაძლო შეჭრისთვის. ამის შესახებ ტრასმა The Telegrapht-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, მოლდოვის თანამედროვე შეიარაღებით უზრუნველყოფა, ნატოს მოკავშირეების განხილვის საგანია, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა არ არის ალიანსის წევრი.
Telegraph-თან ინტერვიუში ტრასმა თქვა, რომ მოლდოვას "მუდმივად უნდა შეეძლოს თავის დაცვა".
კითხვაზე, წარმოადგენს თუ არა რუსეთი მოლდოვის უსაფრთხოებისთვს საფრთხეს, ტრასმა დადებითად უპასუხა.
"პუტინმა მკაფიოდ გამოხატა თავისი ამბიციები რუსეთის ტერიტორიის გაფართოების შესახებ. ის ფაქტი, რომ მისი მცდელობა, აეღო კიევი წარუმატებელი აღმოჩნდა, არ ნიშნავს იმას, რომ მან უარი თქვა თავის ამბიციებზე", - თქვა ტრასმა.