30-წლიანი წყვეტის შემდეგ, 2021 წელს კულტურის სამინისტრომ სამუზეუმო ფონდების შევსება დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, პროექტის „ქართული კულტურისთვის მნიშვნელოვანი კერძო კოლექციების ერთიანობის შენარჩუნება/სამუზეუმო ფონდების შევსება“ ფარგლებში, 2021 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, სამინისტრომ შეიძინა 100 მხატვრის 677 ნამუშევარი. მათ შორის, 153 ფერწერა და 524 გრაფიკა.
„პროექტი მიზნად ისახავს მუზეუმების ფონდების შევსებას ახალი და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებით, ვინაიდან შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ფონდების შევსება 1970-იანი წლების შემდეგ არ მომხდარა. 2021 წელს კულტურის სამინისტრომ შეიძინა გამორჩეულ შემოქმედთა ნამუშევრები, ვისი ნახატებიც აქამდე საერთოდ არ იყო ან არასაკმარისად იყო წარმოდგენილი ფონდებში. ეს ნამუშევრები წარმოაჩენს ქართული სახელოვნებო სივრცის განვითარების სურათს – 1960-1970-იანელთა თაობის ქართული გრაფიკის ახალი კოლექცია, 1980-1990-იანელთა თაობის მხატვრების ფერწერული ნამუშევრები, ასევე ნონკონფორმისტი მხატვრების ნამუშევრები, რომელთა შეძენას საფუძვლად დაედო სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 2021 წლის 5 ნოემბერს ფართო საზოგადოებისთვის პირველად, ჯგუფურად ექსპონირებული ნონკონფორმისტი მხატვრების 53-ზე მეტი ფერწერული, გრაფიკული, ქანდაკების, კოლაჟური, ასამბლაჟისა და ობიექტის მედიუმში შესრულებული ნამუშევარი.
ასევე, 2021 წელს კულტურის სამინისტროს მიერ შეძენილ იქნა გამოჩენილი ქართველი მხატვრის, ვალერიან სიდამონ-ერისთავის კოლექცია, რომელიც შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმსა და ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმში გადანაწილდა.
2021 წელს სამინისტრომ შეიძინა შემდეგი მხატვრების ნამუშევრები: დავით ალექსიძე, ბესიკ არბოლიშვილი, ეკა აბულაძე, დიმიტრი ანთაძე, ზურა აფხაზი, მერაბ აბრამიშვილი, იური ბერიშვილი, ზაალ ბაჩანაშვილი, ზაზა ბერძენიშვილი, ვახო ბუღაძე, ალექსანდრე ბერდიშევი, ჰანს ჰეინერ ბური, ზურაბ გიკაშვილი, დავით გაგოშიძე, გოგი გეგეჭკორი, მიშა გოგრიჭიანი, გიორგი (უმცროსი) გუგუშვილი, რუსუდან გაჩეჩილაძე, ეკატერინა გელოვანი, გია გუგუშვილი, ია გიგოშვილი, მალხაზ დათუკიშვილი, ზაურ დეისაძე, გია ეძგვერაძე, თამაზ ვარვარიძე, გივი ვაშაკიძე, ნინო ზაალიშვილი, გელა ზაუტაშვილი, ლალი ზამბახიძე, ილიკო ზაუტაშვილი, თემურ თათანაშვილი, კაკო თოფურია, ვახტანგ თოფურიძე, ირაკლი თოიძე, მანანა თუმანიშვილი, თემურ იაკობაშვილი, მარინა ივანიშვილი, კარლო კაჭარავა, თამარ კარბელაშვილი, სოფიო კინწურაშვილი, დავით კრაწაშვილი, ჯემალ კუხალაშვილი, ლაზარი (ლასარეიშვილი) ლუკა, ლალი ლომთაძე, გია ლორია, მამია მალაზონია, ირაკლი მაისურაძე, გელა მანჯავიძე, ლევან მარგიანი, შალვა მატუაშვილი, გიორგი მირზაშვილი, მამუკა მიქელაძე, ნოდარ მალაზონია, ავთო მესხი, ნუგზარ მეძმარიაშვილი, გოგა მაღლაკელიძე, ქეთი მატაბელი, თამარ მელიქიშვილი, ნუგზარ ნათენაძე, გელა პატიაშვილი, კოკა რამიშვილი, გიორგი როინიშვილი გიორგი, ვალერიან სიდამონ-ერისთავი, დავით სულაკაური, ზურა სეხნიაშვილი, კოტე სულაბერიძე, ოლეგ ტიმჩენკო, კახაბერ ტატიშვილი, ლევან ურუშაძე, კარლო ფაჩულია, რუსუდან ფეტვიაშვილი, ოლგა ფლორენსკაია, ალექსანდრე ფლორენსკი, ყარამან ქუთათელაძე, ლეილა შელია, მურთაზ შველიძე, მიშა შენგელია, ლორეტა შენგელია, ლია შველიძე, ოთარ ჩხარტიშვილი, ნანა ცინცაძე, მაია ცეცხლაძე, მამუკა ცეცხლაძე, ნიკო ცეცხლაძე, თინათინ ცხადაძე, კოკა ცხვედიანი, გელა წულაძე, გოგი წერეთელი, ნანა ჭურღულია, ლევან ჭოღოშვილი, ლევან ჭიჭინაძე, ლევან ხარანაული, უშანგი ხუმარაშვილი, გია ხუციშვილი, მამუკა ჯაფარიძე, თემურ ჯავახიშვილი, კოტე ჯინჭარაძე, დეა ჯაბუა, თემო ჯაფარიძე, ჯიშკარიანი ნინო“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.