ლუჰანსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი გაიდაიმ Telegram-არხზე რუსი ოკუპანტების მიერ განადგურებული ქალაქ რუბეჟნოეს ფოტოები გამოაქვეყნა.
"რუბეჟნოემ მარიუპოლის ბედი გაიზიარა, სამრეწველო ქალაქი მთლიანად დანგრეულია. გადარჩენილი შენობა აღარ არსებობს. ბევრი სახლის აღდგენა შეუძლებელია. ეზოებში საფლავებია", - ამბობს გაიდაი.
მისი თქმით, ომამდე ქალაქში 60 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა - მუშაობდნენ ქარხნებში, საჯარო სექტორში, მცირე ბიზნესში.
"დღეს რუბეჟნოეს მოსახლეობა სამ კატეგორიად დაიყო: ისინი, ვინც უკრაინის უსაფრთხო ქალაქებში გადავიდნენ ან საზღვარგარეთ წავიდნენ; ისინი, ვინც რუსეთში ან ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაასახლეს; ისინი, ვინც ამ დრომდე კადიროველების ტყვეობაში არიან და სარდაფებში ცხოვრობენ", - აღნიშნავს გაიდაი.
ამასთან, მან თქვა, რომ გაძარცვული აგურის კოლოფები - ეს ახლა რუბეჟნოეა. "ჩვენ მას თითქმის ნულიდან ავაშენებთ", - დასძინა გაიდაიმ.