"ივანიშვილი იმ კურსით, რასაც ის მის გარემოცვასთან ერთად ატარებს დაასრულებს იმით, რომ თავისუფალ სამყაროსთან განადგურდება“- ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია პოდოლიაკის მიერ ივანიშვილის სანქცირებაზე გაკეთებულ განცხადებას.
„ჩვენ პოდოლიაკამდეც იგივე პოზიცია გვქონდა, რომ ყველა ვინც პუტინის საქმეს აკეთებს პირდაპირ ან თუნდაც ირიბად, ფინანსურად თუ პოლიტიკურად თავისუფალი სამყაროს სამიზნე უნდა იყოს და ეს დაგვიანებით, მაგრამ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება. ივანიშვილი იმ კურსით, რასაც ის მის გარემოცვასთან ერთად ატარებს დაასრულებს იმით, რომ თავისუფალ სამყაროსთან განადგურდება. ტრადიციულ, პუტინისტურ-ავტორიტარული რეჟიმების გზას ადგანან რომ ვინც გააკრიტიკებს მათ, თუნდაც ძალიან რბილად, თუ ეწყინათ, მაშინვე აბაშიძე, ლუკაშენკო, პუტინის სტილში, ის არის მტერი.“ - გიგა ბოკერია
ცნობისთვის, პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ივანიშვილი, სხვა პრორუსი ოლიგარქების მსგავსად თავისუფალი სამყაროს სანქციებში უნდა მოექცეს.