უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ცხოვრების ისტორიაზე - კომიკოსი მსახიობიდან ომის ლიდერობამდე - კომიქსი გამოიცა.
22-გვერდიანი კომიქსი, რომელიც ოთხშაბათს გამოქვეყნდა, მოგვითხრობს, თუ როგორ გახდა უკრაინის ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც ოდესღაც ერთ-ერთ სერიალში პრეზიდენტის როლს თამაშობდა. მას არ გააჩნდა პოლიტიკური გამოცდილება, როცა ქვეყნის მეექვსე პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა.
კომიქსი ერთობლივად მოამზადეს მწერალმა მაიკლ ფრიზელმა და მხატვარმა პაბლო მარტინენამ. ამ უკანასკნელმა წარსულში იმუშავა დევიდ ბექჰემის, ნელსონ მანდელას და დონალდ ტრამპის კომიქსებზე.
კომიქსის გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს გადაეცემა გადაეცემა.