კიევში შეერთებული შტატების საელჩომ განაახლა სრულფასოვანი მუშაობა. ოთხშაბათს საელჩოს ტერიტორიაზე აშშ-ის დროშის აღმართვის ცერემონიალი გაიმართა.
"ეს დღეც დადგა. დღეს ჩვენ ოფიციალურად განვაახლებთ მუშაობას კიევში აშშ-ის საელჩოში", - დაწერა სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა "ტვიტერში".
სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ "დამატებითი ზომები იქნა მიღებული ჩვენი კოლეგების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომლებიც კიევში ბრუნდებიან".
"ჩვენ ამაყად ვდგავართ უკრაინის მთავრობისა და ხალხის გვერდით, როცა ისინი გაბედულად იცავენ თავიანთ ქვეყანას პუტინის სასტიკი შემოჭრისგან. სლავა უკრაინა!", - დასძინა ენტონი ბლინკენმა.
რუსეთის მიერ უკრაიანში გაჩაღებული ომის შემდეგ, აშშ-ის საელჩოს თანამშრომლები თავდაპირველად პოლონეთიდან მუშაობდნენ, 26 აპრილს ამერიკელი დიპლომატები ლვოვში დაბრუნდნენ.
8 მაისს აშშ-ის საელჩომ ელჩის მოვალეობის შემსრულებლის კრისტინა ქუინის და სხვა ამერიკელი დიპლომატების კიევში დაბრუნების შესახებ განაცხადა. უახლოეს დღეებში, კიევში აშშ-ის ახალ ელჩს ბრიჯინ ბრინკს მოელიან, რომელიც ამჟამად სენატში დამტკიცების პროცედურას გადის.