"იმის და მიუხედავად, ახლა არის თუ არა დამდგარი ეს შედეგი, ეგ ამბავი მოხდება თუ ასე გაგრძელდება პროცესი, ბოლოს ამ ამბავს ეს კაცი გაიჩალიჩებს", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"რეაქცია მიუთითებს იმაზე, რომ ივანიშვილს მკაფიო წარმოდგენა აქვს იმაზე რომ ის შეიძლება გახდეს თავისუფალი სამყაროსგან სანქციების სამიზნე, ამის წინაპირობები არსებობს. ეგ უკვე თავისთავად მთელი ამ ამბის დიაგნოზია, უბრალოდ ის რომ ეს ასე ისტერიულად გრძელდება არა მხოლოდ იმას რომ ეს კაცი შეთქმულების თეორიებისკენაა მიმართული, ეგ ისედაც ვიცოდით, არამედ რომ მისი მთავარი შეთქმულების თეორია არის ისეთივე როგორიცაა კლასიკური ავტორიტარების ამ სივრცეში, პუტინის გავლენის სფეროში - დასავლეთისგან მოდის საფრთხეს. არსებობს თვითახდენადი წინასწარმეტყველებები. იმის და მიუხედავად, ახლა არის თუ არა დამდგარი ეს შედეგი, ეგ ამბავი მოხდება თუ ასე გაგრძელდება პროცესი, ბოლოს ამ ამბავს ეს კაცი გაიჩალიჩებს", - ამბობს გიგა ბოკერია.