"როგორც არის წარმოდგენილი საქმე, თავად წარმოადგენს მტკიცებულებას იმისა, რომ ეს არის პოლიტიკური დაკვეთით გაკეთებული ამბავი.“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ისე უტიფრად არის გვარამიას საქმე შეკერილი და სპეციალურად გააკეთა ეს ივანიშვილმა განაცხადის გასაკეთებლად, რომ ქვეყნის შიგნით საზოგადოების დემორალიზებისთვის ყველაფერი შეუძლია, მაგრამ ამას აქვს ფასი. იმდენად აშკარა შემთხვევაა, რომ ასეთი სწრაფი რეაქცია მოჰყვა, რაც არ არის ხშირი ხოლმე იმ ტიპის ორგანიზაციისგან, როგორიც არის ამნესტი ინტერნეიშენალი, რომ მყისიერად მიეცა როგორც პოლიტიკურად მოტივირებული ანუ პოლიტიკური პატიმრობის შეფასება. ოფიციალურად როგორც არის წარმოდგენილი საქმე, თავად წარმოადგენს მტკიცებულებას იმისა, რომ ეს არის პოლიტიკური დაკვეთით გაკეთებული ამბავი.“ - გიგა ბოკერია