უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კანის 75-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნის ცერემონიაზე ვიდეოზარის მეშვეობით სიტყვით გამოვიდა.
გავრცელებულ ვიდეოკადრებშ ჩანს, რომ დამსწრე საზოგადოება უკრაინის პრეზიდენტს ხანგრძლივი ოვაციებით შეეგება.
თავის გამოსვლაში, Variety-ის ცნობით, ზელენსკიმ ახსენა ჩარლი ჩაპლინის "დიდი დიქტატორი" და ფრენსის ფორდ კოპოლას "აპოკალიფსი დღეს". მან ფილმებში ნაჩვენები ომი და დიქტატორები შეადარა იმას, რასაც ახლა უკრაინა ხდება.
”დარწმუნებული ვარ, დიქტატორი წააგებს”, - თქვა ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე საუბრისას. "ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში."