რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სახელმწიფო დუმას გაუგზავნა რუსეთსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის შეთანხმებების სია მათი შესაძლო დენონსაციისთვის. ამის შესახებ დუმის თავმჯდომარის მოადგილე პიოტრ ტოლსტოიმ განაცხადა.
მისი თქმით, ევროსაბჭოდან "გასვლის" შემდეგ, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დატოვების დროა.
მისივე თქმით, ამ ორგანიზაციებმა რუსეთის მიმართ თავიანთი ვალდებულებები უგულებელყვეს.
რუსეთი ევროსაბჭოდან 16 მარტს გარიცხეს. 16 მაისს სახელმწიფო დუმაში განსახილველად შევიდა კანონპროექტი, რომლის თანახამდ, 2022 წლის 16 მარტის შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი დადგენილებები რუსეთში აღსრულებას არ დაექვმედებარება.