„ვინც იქნება კრიტიკოსი ქვეყნის შიგნით და გარეთ კამპანია უნდა აწარმოოს ყველამ იმაზე, რომ ოპონენტების პოლიტიკური დევნა არასწორია, ნელნელა მთელი თავისუფალი სამყარო მტრად იქცევა მათთვის და ჩვენ ამას ვხედავთ "ქართული ოცნების" სპიკერების განცხადებებში, თუმცაღა მიდგომა ივანიშვილის რეჟიმს ყოველთვის ასეთი ქონდა, თუმცაღა პროცესი ნამდვილად გაღრმავდა ბოლო პერიოდში“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ.
„ეს გზა, იანუკოვიჩის გზა, რომ ვუწოდოთ მაქამდე მიდის ყოველთვის, რამდენიც არ უნდა იძახონ, რომ არა ჩვენ ევროპული არჩევანი გვინდა ჯერჯერობით მაინც ამ ხარკს იხდიან საზოგადოების მიმართ, ამასთან ერთად გარაუვალია ამგვარი პუტინისტური ხელისუფლების მხრიდან დემონიზება მოახდინოს თავისუფალი სამყაროსი იმირტომ, რომ სხვანაირად ვერ შეინარჩუნებს თავის გზავნილს, თუ არ ახდენს დემონიზებას.
მაშინ გამოდის, რომ ის რასაც აკეთებს ქვეყნის შიგნით არასწორია, ამიტომ ვინც იქნება კრიტიკოსი ქვეყნის შიგნით და გარეთ კამპანია უნდა აწარმოოს ყველამ იმაზე, რომ ოპონენტების პოლიტიკური დევნა არასწორია, ნელნელა მთელი თავისუფალი სამყარო მტრად იქცევა მათთვის და ჩვენ ამას ვხედავთ "ქართული ოცნების" სპიკერების განცხადებებში, თუმცაღა მიდგომა ივანიშვილის რეჟიმს ყოველთვის ასეთი ქონდა, თუმცაღა პროცესი ნამდვილად გაღრმავდა ბოლო პერიოდში, ყველა ავტორიტარის საყვარელი ფრაზაა კანონზე მაღლა არავინ უნდა დადგეს. ამიტომ ვიჭერთ ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტსო, ხოარ იტყვიან პირდაპირ, რომ უნდათ მისი დაჭერა, ყველა დიქტატორი იძახის, რომ კანონის უზენაესობას იცავს.
მე მგონია, რომ არ უნდა მოვიტყუოთ თავი, რომ ახლა "ქართული ოცნების" პირობებში გვაქვს შანსი თავისუფალ სამყაროში ჩვენი ქვეყნის რულფასოვნად დაბრუნების, ამის შანსი, სანამ ივანიშვილის რეჟიმი მართავს ქვეყანას არის 0-ის ტოლი, თუ არ მოხდა საოცრება, ხოლო საოცრებაზე იმედების დამყარება უპასუხისმგებლობაა, ამიტომ ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ ივანიშვილის პრორუსული პროპაგანდა დავანახოთ მეტ მოქალაქეს, დავუსვათ მშვიდობიანად წერტილი ამ რეჟიმს, რაც შეეხება ჩვენს დასავრელ პარტნიორებს, მათი კრიტიკა ასეთ საკითხებზე ყოველთვის იყო, მათი წნეხი იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად, ოღონდ ამას სჭირდება ჯერ ქვეყნის შიგნით მნიშვნელოვანი გარდატეხის მოხდენა, ამის შემდეგ ყველა ჩვენი პარტნიორი საელჩო არა მარტო მნიშვნელოვანი მოკავშირე არამედ უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იქნება ქვეყნის დახმარებისთვის“, - განაცხადა ბოკერიამ.