„როცა პოლიტიკური მოწინააღმდეგე არის თავისუფლების მტერი, აშკარად გეგმაზომიერად თაისუფლების, ოპონენტებისა და ქვეყნის მომავლის განადგურებაზე მუშაობს, შენ ამ დროს არ შეიძლება რომ ორ დღეში ერთხელ იძახო თითქოს თანამშრომლობის შანსს ხედავ, როცა ეს არ არსებობს“- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ჩვენი პოზიცია, „ევროპული საქართველოსი“ დიდი ხანია ცნობილია, რომ ზოგადად ამ ტიპის რეჟიმთან თან განვითარების ამ ეტაპზე, ეს რეჟიმი თავიდანვე ამ ბუნების იყო, მაგრამ როგორც ხედავთ ღრმავდება ეს პროცესი და გავიდნენ იმ ზღვარს მიღმა, რომლის შემდეგაც თავის მოტყუება რომ რაღაც დემოკრატიულ ჩარჩოებში დააბრუნონ პროცესი, არის პრაგმატულად შეცდომა და მორალურად არასწორი. ამის ნაწილია ამ არალეგიტიმურ პარლამენტში თანამშრომლობაც. არა მხოლოდ ეს, ყველაფერი სხვაც, თუმცა ესეც. ამიტომ ეს მგონია არასაკმარის, თუმცა აუცილებელ პირობად, მორალური იზოლაცია ამ რეჟიმის იმისთვის რომ ქვეყნის შიგნით საზოგადოების და ქვეყნის გარეთ მათ წინააღმდეგ კონსესუსის შეკვრის შანსი გაიზარდოს.
სწორი იქნება ნაბიჯი მათ მიმართ, როგორც პოლიტიკურად კეთროვნების მიმართ მოპყრობისა და ეს გულისხმობს მათ შორის პარლამენტში დემოკრატიული დღის წესრიგის იმიტაციის არ დაშვებას, იმიტომ რომ ეს ბუნდოვანება ყოველთვის აწყობს ავტორიტარულ რეჟიმს.
თქვენ დააკვირდით ხო ალბათ, ერთი მხრივ ჰომ ლანძღავენ დასავლეთს, მეორე მხრივ იძახიან რომ ევროპისკენ მიდიან თან იყენებენ დემოკრატიულ რიტორიკას. ეს ახასიათებს ავტორიტარულ რეჟიმებს, იანუკოვიჩიც ასე იყო, ლუკაშენკოც კი ასეა, ოღონდ ამაში ხელი არ უნდა შეუწყოს იმან, ვისაც რეალურად სურს ქვეყანაში ცვლილებები. იმ საბაბით რომ ვიღაცა ცუდად იქცევა, მეც ვერ მოვიქცევი სწორად, არის ძალიან მცდარი არგუმენტი.
ზოგჯერ, არ ვამბობ რომ ახლაც ასეა, ჰგავს საბაბის ძებნას რომ შენ თავადაც არ მოიქცე სწორად. ამიტომ ვინც ასე თვლის, ჩვენ ასე ვთვლიდით მიშელის დოკუმენტის ხელმოწერამდეც, მისი შინაარსიდან და კონტექსტიდან გამომდინარე, როდესაც ხელს აწერდნენ მაშინ ივანიშვილის რეჟიმი იყო შეტევაზე. ამიტომ ამ დოკუმენტის არამარტო შინაარსის , არამარტო საკვანძო საკითხის- ვადამდელი არჩევნების, არამედ კონტექსტის გამოც არ გვჯეროდა რომ ეს დოკუმენტი, ეს აქტი ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანდა.
უფრო მეტიც, ამ ყველაფრით ისარგებლა ივანიშვილის რეჟიმმა საზოგადოების დემორალიზებისთვის და მთლიანად ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის. ჯობია, რომ ახლა მაინც სწორი ნაბიჯი გადაიდგას. მას შემდეგ, რაც ივანიშვილის რეჟიმმა გვაჩვენა, რომ მხოლოდ ძალის დემონსტრირება აინტერესებდა. ლაპარაკი იმაზე, რომ რაღაც შინაარსის კომპონენტებს დავუბრუნდეთ ძალიან მცდარია. რაზეა საუბარი, რომ უზენაესს სასამართოში მეტი მოსამართლე აღარ დანიშნოს?! ეს იქნება სასამართლო რეფორმა? ვინმეს სჯერა რომ ივანიშვილის რეჟიმის ძალაუფლების პირობებში შესაძლებელია რომ მანდ დათმოს სასამართლოს კონტროლი?! - ეს ხომ შეუძლებელია.
მე ვფიქრობ, რომ თუ კი დაისმევა პირობები, ეს პირობები უნდა იყოს იმდენად კონკრეტული რომ იყოს გარდატეხის მომტანი. ეს პირობები არ უნდა იყოს ილუზიის შემქმნელი რომ ჩვენ გავიმარჯვეთ, სანამ არ დაგვისუსტებია რეჟიმი ისე, რომ აღმოჩნდეს გადარჩენის რეჟიმში და მაშინ შეიძლება რეალურად მოლაპარაკებები ისეთ რაღაცებზე, რომ ქვეყანა დაზიანების გარეშე გამოიყვანო ამ ვითარებიდან.
თუმცა სანამ რეჟიმი შეტევაზეა, თანმიმდევრულად იძახის რომ თქვენ მტრები ხართ ყველა: დასავლეთი, ოპონენტი, მედია, სამოქალაქო დამცველები, განადგურებით იმუქრება, ირტყმევინება სილებს, მაგ დროს ციებცხელებასავით ხან თხოვნა რომ მოდი ახლა ვილაპრაკოთ, ვითანამშრომლოთ, მერე მუქარა, აძლიერებს მათ პროპაგანდას, მაგას ვგულისხმობ.
მოლაპარაკებების წინააღმდეგი კი არ ვარ, მტერთანაც უნდა ილაპარაკო, გარე მტერთანაც როცა საჭიროა, ოღონდ ეს მოლაპარაკებები რაღაც კონკრეტულ ამოცანას უნდა ემსახურებოდეს და არა ორთქლის გამოშვებას ხალხთან თავის გასამართლებლად რომ რაღაცას შვები, მითუმეტეს როცა პოლიტიკური მოწინააღმდეგე არის თავისუფლების მტერი, აშკარად გეგმაზომიერად თაისუფლების, ოპონენტებისა და ქვეყნის მომავლის განადგურებაზე მუშაობს, შენ ამ დროს არ შეიძლება რომ ორ დღეში ერთხელ იძახო თითქოს თანამშრომლობის შანსს ხედავ, როცა ეს არ არსებობს ჯერ-ჯერობით.
თუ დავინახავთ, რომ გარდატეხა მომხდარია და მილევის რეჟიმშია გადასული ივანიშვილის ხელისუფლება, მაშინ შეიძლება პრაგმატულად ვისაუბროთ იმაზე როგორ უნდა გავაცილოთ მშვიდობიანად იმისთვის რომ ქვეყანა ნაკლებად დაზიანდეს, ოღონდ ეს ახლა ასე არაა“, - გიგა ბოკერია