თბილისში 171 კილომეტრიანი ველობილიკის ქსელის შექმნა იგეგმება, - იუწყება თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო.
სააგენტოს ცნობით, მუშავდება ახალი სატრანსპორტო პოლიტიკა, რომლის მიზანი საგზაო მოძრაობის მონაწილეებისთვის ურბანული სივრცის თანაბრად გადანაწილებაა.
"პრიორიტეტები განისაზღვრება შემდეგი რიგითობით:
• ფეხით მოსიარულე
• ველოსიპედი, ელექტრო სკუტერი, მოპედი, სკეიტბორდი და სხვა ეკო-მეგობრული ტრანსპორტი
• საზოგადოებრივი ტრანსპორტი
• კერძო ავტომობილი
ეკო-მეგობრული ტრანსპორტის ხელშეწყობის ფარგლებში, 171 კილომეტრიანი ველობილიკის ქსელის შექმნა იგეგმება.
ამ ეტაპზე, დახაზულია, დაახლოებით, 22 კმ და მიმდინარეობს 5.1 კილომეტრის დახაზვის სამუშაოები.
2022 წლის ბოლომდე იგეგმება, დაახლოებით, 15-17 კმ საგზაო ინფრასტრუქტურული მოპირკეთების სამუშაოები და ველობილიკის დახაზვა.
ეკო-მეგობრული ტრანსპორტის უსაფრთხოდ გამოყენების მიზნით, სააგენტო მონიტორინგს ახორციელებს. აპრილის თვეში აღნიშნული სამართალდარღვევის 2 393 ფაქტი გამოვლინდა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება GIZ -ის რეგიონული პროგრამის „მდგრადი ურბანული მობილობა სამხრეთ კავკასიაში” მხარდაჭერით და ფინანსდება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ.