გამოცემა Times-ი დასავლეთის სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი პირადად იღებს ტაქტიკურ გადაწყვეტილებებს დაბალ დონეზე, რომელიც როგორც წესი, ოფიცრის კომპეტენციაა და ის მხოლოდ 700 რუს ჯარისკაცს მეთაურობს.
გამოცემის წყარო ამბობს, რომ უკრაინაში რუსეთის ძალების გადაადგილების შესახებ ძირითად მითითებებს პუტინი და გენშტაბის უფროსი გენერალი ვალერი გერასიმოვი გასცემენ.
სამხედრო ექსპერტის თქმით, გერასიმოვი მუშაობას განაგრძობს, განცხადების მიუხედავად, რომ ის უკრაინაში წარუმატებლობის გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
Times-ი წერს, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში პოლკოვნიკი ან ბრიგადის მეთაური ხელმძღვანელობს ორი ბატალიონის ტაქტიკურ ჯგუფს, თითოეული მათგანი აერთიანებს 900-მდე ჯარისკაცს.
თუმცა, რუსეთის ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფები ძლიერ დაზარალდა და თუ პუტინი მართლაც ასრულებს ბრიგადის მეთაურის სამუშაოს, ის, შესაძლოა, ხელმძღვანელობს ქვედანაყოფებს, რომელიც 700-1000 ჯარისკაცისგან შედგება.
სამხედრო ექსპერტი სიტუაციას კომპანია Amazon-ს ადარებს: "ამანათი თქვენთან ჯეფ ბეზოსს არ მოქვს, ის სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს იღებს".
დასავლელი წყაროები ამბობენ, რომ დონბასში რუსეთის სამხედრო წარუმატებლობა პუტინის ამგვარმა კონტროლმა გამოიწვია.