„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ საზოგადოებას ნიკა გვარამიას დაპატიმრების საკითხზე შემუშავებული სამოქმედო გეგმა გააცნო. ერთობლივი გეგმა თბილისში, სასტუმრო „რედისონში“ დასრულდა ოპოზიციური პარტიების და მედიამენეჯერების საკოორდინაციო შეხვედრაზე შეიმუშავეს.
„ნომერ პირველი საკითხი, რომელიც სასწრაფოდ გადასაჭრელია, დღეები არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ „მთავარი არხი“, როგორც თავისუფალი მედიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი გადარჩეს. თითოეული ჩვენგანი, რომელიც ამ შეხვედრას ესწრებოდა, შევთანხმდით, რომ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ სხვადასხვა შესაძლებლობებით, რომ არხმა არ შეწყვიტოს მაუწყებლობა“;
შევთანხმდით, რომ იქნება აქტიური კოორდინაცია სხვადასხვა ჯგუფებში, როგორც საერთაშორისო მიმართულებით, სადაც უფრო მკაფიო უნდა გახდეს, როგორც პარტიების, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის პოზიცია, ერთმანეთთან კოორდინაცია მოხდება;
„აქციები ჩატარდება თუ არა, ამასთან დაკავშირებით მჭიდრო კოორდინაცია გვექნება, თუმცა არ ვიქნებით ადვილად პროგნოზირებადები „ქართული ოცნებისთვის“, - თქვა მელიამ.