"ეს გაკეთდა ძალის დემონსტრირებისთვის ქვეყნის შიგნით, უიმედობის დასათესად და ვიმეორებ ამ განაცხადისთვის რომ, დიახ ეს ძალაუფლება გვაქვს და როგორც გვინდა ისე გამოვიყენებთ", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
გიგა ბოკერიას განცხადებით, ხელისუფლება თავისუფლების საპირისპირო გზით მიდის ანუ არა ევროპაში, არა თავისუფალ სამყაროში, ევროატლანტიკურ სივრცეში დაბრუნებისკენ, არამედ პუტინისკენ.
"ასეთ აბსურდულ საქმეზე ღია განაცხადით, რომ პოლიტიკური დაკვეთაა და ამიტომ გიჭერთ, არის გაგრძელება, კიდევ უფრო ახალ ხარისხში უტიფარი ფორმით გადაყვანა განაცხადის, რომ სანამ ამ ქვეყანაში ივანიშვილი და მისი გარემოცვაა ძალაუფლებაში, ქვეყანა მიდის თავისუფლების საწინააღმდეგო მიმართულებით, არა თავისუფალ სამყაროში დაბრუნებისკენ, არამედ პუტინისიტური, ოლიგარქიული, ავტორიტარული რეჟიმის კონსოლიდაციისკენ.
ეს გაკეთდა ძალის დემონსტრირებისთვის ქვეყნის შიგნით, უიმედობის დასათესად და ვიმეორებ ამ განაცხადისთვის რომ, დიახ ეს ძალაუფლება გვაქვს და როგორც გვინდა ისე გამოვიყენებთ. მე მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევითაც და მოქალაქეებს ვუთხრა, რომ ძალიან არასწორი იქნება ახლა ამ დისკუსიის დაყვანა იმაზე თუ გვარამია ვის მოსწონს და ვის არა ამ ოპოზიციური მედია ან ზოგადად ოპოზიცია, ხელისუფლების ოპონენტები, ყველა მოქალაქეს რომ ესმოდეს, მათ შორის მათაც, ვინც ივანიშვილის ნებისმიერი ოპონენტის მიმართ ძალიან კრიტიკულია, თუ ხელისუფლებას შეუძლია რომ ასეთ აბსურდულ საქმეზე, რომელიც მხოლო კერძო განხილვის საგანი შეიძლებოდა ყოფილიყო მაქსიმუმ, ცუდად მართავდა კერძო კომპანიას თუ კარგად, ამისთვის დაიჭიროს ადამიანი, მას შეუძლია ყველაფერი ნებისმიერ ადამიანთან მიმართებაში. ეს არის ავტორიტარული რეჟიმის არსი, რისკენაც წლებია მიდის და რისკენაც სვლა დააჩქარა ბოლო პერიოდში ივანიშვილმა და მისმა გარემოცვამ.
თქვენ კითხვას რომ დავუბრუნდე, განაცხადის თვალსაზრისით, ისედაც ეს შთაბეჭდილება იკვეთება ყველა ჩვენი პარტნიორისთვის, რომ საქართველოს ეს ხელისუფლება თავისუფლების საპირისპირო გზით მიდის ანუ არა ევროპაში, არა თავისუფალ სამყაროში, ევროატლანტიკურ სივრცეში დაბრუნებისკენ, არამედ პუტინისკენ, ოღონდ აქაც ის შეეცდება იანუკოვიჩივით რაღაც ბუნდოვანების შენარჩუნებას. ეს არ იქნება ეგრევე ლუკაშენკოს რეჟიმი, რომ ყველა არხი აუცილებლად ზეგ დახუროს, მაგრამ ეს გზა მიდის მაქამდე. ეს უნდა ესმოდეს ყველა მოქალაქეს, შეიძლება ვერ აღიქვამს, რომ აი გვარამია არ მომწონს და თუ დაიჭირეს არაუშავს, ეს გარდა მორალური თვალსაზრისისა, პრაგმატულადაც შეცდომაა ყველა იმ საქართველოს მოქალაქისა ვინც ასე ფიქრობს და მინდა მათ მოვუწოდო ყველას, რომ ჩვენ შანსი ამ ქვეყნის სამშვიდობოს გასვლის და თავისუფალ, ღირსეულ ქვეყნად გახდომის, გვაქვს მხოლოდ ერთი, ამ რეჟიმის დამარცხება, ამ ჭაობიდან ქვეყნის ამოყვანა და სწორ გზაზე დაყენება", - თქვა გიგა ბოკერიამ.