მაღალი ალბათობით კიდევ იქნებიან პოლიტიკური პატიმრები, იმიტომ, რომ რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლა აპრიორი გულისხმობს, რომ შენ თავისუფლებას შეგიზღუდავენ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.
მისი განმარტებით, ამ გზაზე, ოლიგარქის დამარცხების გზაზე, ოლიგარქის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე უფრო მძიმე და საზიანო არიან ის ადამიანები, რომლებიც, თითქოს, არიან არა ბიძინა ივანიშვილის მხარეს გამოხატულად, არამედ ოპოზიციის მხარეს, სინამდვილეში, კი მის მხარეს არიან.
"უნდა მოიკვეთოს ის ჯგუფი ვინც უარყოფით პროცესებს ავითარებს ოპოზიციის პლატფორმაზე და შეფუთულები არიან როგორც ოპოზიციის ქომაგები. დღეს ნიკა გვარამიას დაკავება არ გვაძლევს ჩვენ უფლებას, გავხდეთ ჭირისუფლები“, - განაცხადა ნიკა მელიამ „მთავარ არხთან“.