ეს არის ავტოკრატიული სახელმწიფო, დემოკრატიული ნიშნებით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.
მისი განმარტებით, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვებრძვით ადამიანს, რომელმაც სახელმწიფო მიიტაცა და ფესვები ღრმად გაიდგა, ჩამოაყალიბა კლასიკური ავტოკრატიული სახელმწიფო.
"ძალიან ცდება ყველა ის ადამიანი, თუნდაც ერთი საერთაშორისო მეგობარი ან საქართველოში მცხოვრები ადამიანი, ვინც იტყვის, რომ დემოკრატიული სახელმწიფო ვართ, ვინაიდან მედია, ნინო ლომჯარიას ინსტიტუტი არსებობს. არა, ძვირფასო მეგობრებო! ეს არის ავტოკრატიული სახელმწიფო, დემოკრატიული ნიშნებით“, - განაცხადა მელიამ.