შვედეთისა და ფინეთის უსაფრთხოება ნატოში მოსალოდნელი გაწევრიანების შედეგად არ გაძლიერდება და მოსკოვი არ შეეგეუება ამ სიტუაციას, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა.
"სიტუაცია, რა თქმა უნდა, რადიკალურად იცვლება იმის ფონზე, რაც ხდება. ჩვენთვის სრულიად აშკარაა, რომ შვედეთისა და ფინეთის უსაფრთხოება ამ გადაწყვეტილების შედეგად არ გაძლიერდება", - თქვა რიაბკოვმა.
მისი განცხადებით, მოსკოვი რა ფორმით უზრუნველყოფს თავის უსაფრთხოებას ნატოს ამ კონფიგურაციის ცვლილების შემდეგ, "ეს ცალკე საკითხია".
"ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა პრაქტიკული შედეგი მოჰყვება ნატოში შვედეთისა და ფინეთის მოსალოდნელ გაწევრიანებას. მათ არ უნდა ჰქონდეთ ილუზია, რომ ჩვენ ამას უბრალოდ შევეგუებით", - თქვა რიაბკოვმა.
სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ ნატოში შვედეთისა და ფინეთს გაწევრიანება „მძიმე შეცდომა იქნება, რომელსაც "შორსმიმავალი შედეგები" ექნება.
შეგახსენებთ, 15 მაისს ფინეთს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა განაცხადეს, რომ ჰელსინკი ნატოში გაწევრიანების განაცხადის გაკეთებას გეგმავს. რამდენიმე საათში განცხადება გაავრცელა შვედეთის მმართველმა პარტიამ და მხარი დაუჭირა ნატოში გაწევრიანებას.
ახლა უკვე აღნიშნულ საკითხს შვედეთსა და ფინეთის პარლამენტები განიხილავენ. მოელიან, რომ ნატოში გაწევრიანების საკითხს საკანონმდებლო ორგანოებში ფართო მხარდაჭერა ექნება.
თავის მხრივ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი და მოკავშირეები აცხადებენ, რომ მიესალმებიან ახალ წევრებს და გაწევრიანების სწრაფ პროცედურას ჰპირდებიან.