შეერთებული შტატები უკრაინის დედაქალაქში საელჩოს გახსნას უახლოეს მომავალში გეგმავს. ამის შესახებ კვირას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბერლინში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ კვლავ ვხსნით საელჩოს კიევში. ვიღებთ უსაფრთხოების ყველანაირ ზომებს, თუმცა ასეთი სამუშაობი მიმდინარეობს. ჩვენ საქმიანობას ძალიან მალე გავაგრძელებთ", - თქვა მან.
უკრაინაში საქმეთა დროებითი რწმუნებული კრისტინა ქუინი კიევში 8 მაისს ჩავიდა. მანამდე მან იმედი გამოთქვა, რომ დიპლომატიური მისიის მუშაობა მიმდინარე თვის ბოლომდე აღდგება.