ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ბერლინში მიმდინარე საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ვიდეოარხის მეშვეობით ჩაერთო და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინას შეუძლია ამ ომის მოგება.
"რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომი არ მიდის ისე, როგორც მოსკოვმა დაგეგმა. მან ვერ აიღო კიევი", - თქვა სტოლტენბერგმა, "ისინი უკან იხევენ ხარკოვის შემოგარენიდან, მათი მთავარი შეტევა დონბასში შეჩერებულია. რუსეთი ვერ აღწევს თავის სტრატეგიულ მიზნებს."
"უკრაინელები მამაცურად იცავენ საკუთარ სამშობლოს. მათ დასახმარებლად, მოკავშირეებმა უკრაინას მილიარდობით დოლარის ოდენობით დახმარება მიაწოდეს ", - თქვა სტოლტენბერგმა.
გენერალური მდივანი ასევე შეეხო ალიანსში ფინეთისა და შვედეთის შესაძლო გაწევრიანების საკითხს. მისი თქმით, "ნატოს კარი ღიაა" შვედეთისა და ფინეთისთვის და მათ გადაწყვეტილებას "ისტორიული" უწოდა.