არაბეთის გაერთიანებული საამიროების (UAE) უმაღლესმა ფედერალურმა საბჭომ ქვეყნის ახალ (მესამე) პრეზიდენტად ერთხმად აირჩია აბუ დაბის მემკვიდრე პრინცი შეიხი მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანი.
არაბეთის გაერთიანებული საამიროების მეორე პრეზიდენტი შეიხ ხალიფა ბინ ზაიდ ალ ნაჰიანი 13 მაისს, 73 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
შეიხი მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანი არის არაბეთის გაერთიანებული საამიროების პირველი პრეზიდენტისა და დამფუძნებლის შეიხ ზაიდ ბინ სულთან ალ ნაჰიანის ვაჟი და აწ გარდაცვლილი მეორე პრეზიდენტის ძმა.
2014 წლიდან, მას შემდეგ რაც მისმა უფროსმა ძმამ ინსულტი გადაიტანა, ქვეყანას ფაქტობრივად შეიხი მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანი განაგებდა. ის ასევე იყო საამიროების საჰაერო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი.
არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, რომელსაც ხუთი წლის ვადით ირჩევს უმაღლესი ფედერალური საბჭო. თავის მხრივ, ფედერალური საბჭო შედგება შედგება შვიდი საამიროს მმართველებისგან.
სახელმწიფოს დაარსების დღიდან პრეზიდენტის პოსტი აბუ დაბის ამირას ეკუთვნოდა და მემკვიდრეობით გადაეცემოდა. არაბეთის გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი არის იმავდროულად არის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მეთაური და თავდაცვის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.