რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ დასავლეთმა რუსეთს "ტოტალური ჰიბრიდული ომი" გამოუცხადა.
მისივე თქმით, დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადებული ყოვლისმომცველი ჰიბრიდული ომის შედეგებს ყველა იგრძნობს, გამონაკლისის გარეშე.
"კოლექტიურმა დასავლეთმა გამოგვიცხადა ტოტალური, ჰიბრიდული ომი და ძნელია იმის პროგნოზირება, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ყველაფერი, მაგრამ ცხადია, რომ შედეგებს ყველა იგრძნობს, გამონაკლისის გარეშე", - თქვა მან მოსკოვში საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის საბჭოს შეხვედრაზე.
მისივე თქმით, რუსეთის იზოლაციის მცდელობები "განწირულია".
"დასავლელმა პოლიტიკოსებმა უნდა გაიგონ, რომ მათი ძალისხმევა, რომელიც ჩვენი ქვეყნის იზოლირებისკენ არის მიმართული, უშედეგოა", - თქვა მან.
ლავროვის განცხადებით, "რუსეთმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არ მომხდარიყო პირდაპირი დაპირისპირება, მაგრამ რაკი მათ გამოგვიწვიეს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიღებთ მას".