დასავლეთისთვის უკრაინის გამარჯვება სტრატეგიული და მორალური იმპერატივია, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა ლიზ ტრასმა განაცხადა.
ლიზ ტრასმა დასავლეთს მოუწოდა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა მძიმე შეიარაღებით, მათ შორის თვითმფრინავებით, ასევე გაამკაცროს სანქციები. ამის შესახებ საუბარია Express-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
"მძვინვარებს ბრძოლა დონბასისთვის, რადგან რუსეთის ჯარები წინ მიიწევს აღმოსავლეთით და სამხრეთით. თუ პუტინი გაიმარჯვებს, მიზანში ამოიღებს უკრაინის მეტ ტერიტორიას და არ დათმობს, ვიდრე მთელი ქვეყანა მისი კონტროლის ქვეშ არ მოექცევა", - განაცხადა ტრასმა.
მისი თქმით, პუტინი თამაშობს იმაზე, რომ თავისუფალი სამყაროს სურვილი, შეაჩეროს იგი, არ ემთხვევა მის გადაწყვეტილებას, დააჩოქოს უკრაინა.
"ჩვენ დავამტკიცეთ, რომ რუსეთი ცდებოდა და მომავალშიც ასე მოვიქცევით. ახლა ნათელია, რომ პუტინს არ შეუძლია გატეხოს და ვერ გატეხავს, ვერ დაიმორჩილებს უკრაინას. მაგრამ წინ უნდა წავიდეთ - ჩვენთვის სტრატეგიული და მორალური იმპერატივი უკრაინის გამარჯვებაა", - აღნიშნა ტრასმა.
"მოვუწოდებ ჩვენს მოკავშირეებს გააკეთონ მეტი, რათა უკრაინამ მიიღოს ის, რაც მას სჭირდება. მძიმე შეიარაღებიდან, როგორიცაა ტანკები და თვითმფრინავები, საბრძოლო მასალამდე. უკრაინისთვის საუკეთესო გრძელვადიანი უსაფრთხოებისათვის იქნება ის, რომ მას ნებისმიერი აგრესიისგან თავის დაცვის შესაძლებლობა ექნება", - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივნამა.
ამიტომ მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი თანამშრომლობს პოლონეთთან, ერთობლივი კომისიის მეშვეობით უკრაინისთვის ნატო-ს სტანდარტების იარაღის მიწოდების მიზნით.
"პუტინის ომის მანქანის შიმშილით სულის ამოხდომა უნდა გავაგრძელოთ, დავადოთ მეტი სანქციები მისი აგრესიის დაფინანსებას, ოლიგარქებიდან და ბანკებიდან, ენერგეტიკამდე, ოქროსა და მომსახურების სფეროებამდე", - განაცხადა ტრასმა.
"ჩვენ გამუდმებით უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა, ვიდრე პუტინის არმია უკრაინაშია", - დასძინა მან.
ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ ბრიტანეთს არ აქვს რუსეთში რეჟიმის შეცვლის განზრახვა: "მაგრამ უნდა გავიგოთ: დასუსტებული რუსეთი წარმოადგენს პუტინის გადაწყვეტილების შედეგს არაპროვოცირებულ შეჭრაზე".