შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინა სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან. ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
"13 მაისს თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა, 18 თებერვლის შემდეგ პირველად, რუსეთის თავდაცვის მდივან სერგეი შოიგუსთან სატელეფონო საუბარი გამართა", - ნათქვამია კირბის განცხადებაში.
ოსტინმა შოიგუს უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა. ამავე დროს, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის საკომუნიკაციო არხების შენარჩუნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი
პენტაგონის სპიკერს ორი ქვეყნის თავდაცვის მესვეურების საუბრის შესახებ სხვა დეტალები არ გაუმჟღავნებია.
საუბრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც. უწყების განცხადებით, შოიგუმ და ოსტინმა განიხილეს "საერთაშორისო უსაფრთხოების აქტუალური საკითხები, მათ შორის უკრაინაში არსებული ვითარება".
რუსეთის ცნობით, საუბარი შეერთებული შტატების ინიციატივით შედგა.