თქვენ შეგიძლიათ, ყოველდღე ილოცოთ ზელენსკიზე, მე ვილოცებ ჩვენს ქვეყანაზე, - უთხრა პრემიერ-მნისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს გურიაში ვიზიტის დროს.
"ჩვენ და ყველა პატრიოტი პოლიტიკოსი უნდა იყოს მოწოდებული, ვალდებული და იძულებული, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები გავატარებინოთ ყველა პოლიტიკოსს და არა ეს მავნებლური, მოღალატეობრივი და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რომელსაც ეწეოდნენ და ეწევიან, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში. თქვენ შეგიძლიათ, ყოველდღე ილოცოთ ზელენსკიზე, მე ვილოცებ ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენი ქვეყნის გამთლიანებაზე", - განაცხადა ღარიბაშვილმა.