რესპუბლიკელმა სენატორმა კენტუკის შტატიდან რენდ პოლმა დაბლოკა უკრაინისთვის დამატებით 40 მლრდ დოლარის გამოყოფის შესახებ სენატში კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება.
პოლმა მოითხოვა, რომ კანონპროექტს დაემატოს პუნქტი და სპეციალურმა ინსპექტორმა მეთვალყურეობა გაუწიოს უკრაინისთვის გამოყოფილი 40 მილიარდი დოლარის ხარჯვას.
"თუ უკრაინას ასეთ საჩუქარს აჩუქებენ, ჩვენი დახმარების საერთო მოცულობა რუსეთის სამხედრო ბიუჯეტს გაუთანაბრდება, ეს ფული ფეხებში არ გვიყრია. ის ჩინეთისგან უნდა ვისესხოთ, რათა შედეგ უკრაინას გავუგზავნოთ", - თქვა სენატორმა.
პოლის პოზიცია იმაზე მიუთითებს, რომ კანონპროექტს საბოლოოდ მაინც დაამტკიცებენ, თუმცა ისე სწრაფად არა, როგორც ეს გაგემილი იყო.
კანონპროექტი უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების გაწევის შესახებ, კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 10 მაისს დაამტკიცა. ბაიდენის ხელმოწერამდე კანონპროექტს მხარი უნდა დაუჭიროს სენატმაც, რომელიც პროცედურის სწრაფად დასრულებას ამ კვირაშივე გეგმავდა, თუმცა სენატორ რენდ პოლის პოზიციის გამო, კენჭისყრა რამდენიმე დღით გადაიდო.