რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციები უნდა შენარჩუნდეს, ვიდრე მისი შეიარაღებული ძალები უკრაინას არ დატოვებენ. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა "დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა. იუწყება ВВС.
ტრასმა კოლეგებს მოუწოდა დაუწესონ რუსეთს ახალი სანქციები ვიდრე ის უკრაინიდან ჯარებს არ გაიყვანს.
"პუტინი თავს იმცირებს მსოფლიო ასპარეზზე. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მისი დამარცხება უკრაინაში, რომელიც მას ყოველგვარ სარგებელს წაართმევს და საბოლოო ჯამში გააჩერებს შემდგომ აგრესიას", - აღნიშნა ტრასმა.
მისი თქმით, უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საუკეთესო გზა ისაა, რომ უკრაინამ შეძლოს თავის დაცვა, ეს კი ნიშნავს, უკრაინისთვის ნატო-ს სტანდარტის შეიარაღების მიწოდებას.
დღესვე გერმანიაში მიმდინარე "დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიწვეულები არიან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკუ პოპესკუ.