დღეს, რაც ვნახე უბრალოდ შემეშინდა, - განაცხადა დატოვა გიული ალასანიამ კლინიკა "ვივამედში" შვილის - მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ. მისი შეფასებით, მდგომარეობა მძიმეა და რეაბილიტაცია იმ კლინიკაში შეუძლებელია.
"ძალიან ცდილობს ყველა, რომ შეუმსუბუქოს მდგომარეობა, მაგრამ ჩანს, რომ მისი რეაბილიტაცია აქ ვერ მოხდება. რაც შეიძლება სწრაფად არის საჭირო, დაიწყოს ეს პროცესი იმიტომ, რომ ადამიანი შეიძლება ყოველ წუთში აღარ იყოს. ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა დღეს. ციხეში რომ ვნახე ბოლოს იქაც კი არ მქონია ასეთი შთაბეჭდილება. დღეს, რაც ვნახე უბრალოდ შემეშინდა," - თქვა გიული ალასანიამ.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში" დღეს დილით გადაიყვანეს.