საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან თბილისში, კლინიკა "ვივა მედში" გადაიყვანეს.
კლინიკის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.
შეგახსენებთ, 10 მაისს იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილს გამოკვლევებისთვის კლინიკა "ვივამედში" გადაყვანა შესთავაზა, სააკაშვილი დათანხმდა, თუმცა რამდენიმე პირობა დაასახელა.
შეგახსენებთ, 22 აპრილს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში მოინახულა, 27 აპრილს კი მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მორიგი დასკვნა მოამზადა. დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს აქვს ცილოვანი შიმშილი, რომლის მიზეზი ანორექსიაა.
დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმი მოიხმარს საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს. მიუხედავად იმისა, რომ ის ფორმალურად არ შიმშილობს, სწორედ კუნთოვანი მასის კლების ხარჯზე იკლებს წონაში.
მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვენ.