კუნძულ ზმეინისთვის მიმდინარე ბრძოლებისას უკრაინის უპილოტო საფრენმა აპარატებმა Bayraktar-ებმა დარტყმა მიაყენეს რუსეთის საჰაერო თავდაცის სისტემებსა და გემებს და ამით ხელი შეუშალეს მტერს თავისი გარნიზონების გაძლიერებაში. აღნიშნული ინფორმაცია, რომელიც ცოტა ხნის წინ უკრანაის შეიარაღებულმა ძალებმა გაავრცელა, 11 მაისს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის დეპარატმენტმა დაადასტურა.
უწყების ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემები და გემები აღმოჩნდნენ ნაკლებად დაცული ყირიმში რუსეთის ფლოტის უკან დახევის შემდეგ კრეისერ "მოსკვას" ჩაძირვის შედეგად.
ამავდროულად, ბრიტანეთის თავდაცის დეპარტამენტი ვარაუდობს, რომ თუ რუსეთი თავისი პოზიციების გაძლიერებას მოახერხებს სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტების, საჰაერო თავდაცის სისტემებისა და სანაპიროს დაცვის დახმარებით, შეძლებს შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში დომინირებას.
7 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ოპერატიულმა სარდლობამ "სამხრეთმა" განაცხადა, რომ კუნძულ ზმეინთან Bayraktar-ებმა გაანადგურეს რუსეთის სამი მოიერიშე სადესანტო-კატერი.
9 მაისს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ოგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის გენშტაბმა 7 მაისს "ზელენსკის უშუალო ბრძანებით, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მრჩევლების მონაწილეობით", დაგეგმა "დიდი პროვოკაცია" კუნძულ ზმეინის დასაკავებლად.
მისი მტკიცებით, ბრძოლების დროს კიევმა დაკარგა სამი ბომბდაშენი, ერთი მოიერიშე, 10 ვერტმფრენი, სამი სადესანტო-მოიერიშე კატერი და 30 დრონი.
კუნძულ ზმეინისთვის ბრძოლა ომის პირველივე დღეებიდან მიმდინარეობს. 24 თებერვალს კრეისერმა "მოსკვამ" უკრაინელ სამხედროებს დანებება მოსთხოვა და საქვეყნოდ ცნობილი პასუხიც მიიღო. ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელი სამხედროები რუსებმა ტყვედ აიყვანეს. ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ კუნძული რუსეთის ძალების კონტროლის ქვეშ გადავიდა.