„მათი რეაქცია, დასავლეთის დადანაშაულება პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ისინი თვლიან რომ დასავლეთი რაღაცნაირად სჯის მათ ან აპირებს მათ დასჯას”, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„იმ ვითარებაში, რომელიც ახლა არის ივანიშვილი მთელი ამ სკანდალური მომენტების გამო. პირდაპირ ვიტყვი, რომ აბსოლოუტურად არასწორი პოზიციების გამო, რომელიც საქართველოს აქვს იგივე უკრაინის ხელისუფლებასთან დაკავშირებით. ჩვენ მოვისმინეთ ძალიან ბევრი განცხადება მათ წინააღმდეგ და შემდეგ პირდაპირ სანქციებზე საუბარი უკრაინის რამდენიმე ლიდერის მხრიდან. დასავლეთისთვის ანუ ვინც საქნციებს აწესებს, ფაქტები არის მნიშვნელოვანი, ამიტომ შეიძლება დღეს არ იყოს კონკრეტული სანქციები, მაგრამ გარკვეული წინააღმდეგობები შესაძლებელია იყოს გამოძახილი იმ მოქმედებებისა, რომელიც აქვს ივანიშვილის ხელისუფლებას. მათი რეაქცია, დასავლეთის დადანაშაულება პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ისინი თვლიან რომ დასავლეთი რაღაცნაირად სჯის მათ ან აპირებს მათ დასჯას. აქედან გამომდინარე თუ ასე მოხდება, შესაძლებელია სანქციებიც დაწესდეს და აქ არარეალისტურს ვერაფერს ვერ ვხედავ”, - გიგი წერეთელი