ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს Covid-19 დაუდასტურდა. ინფორმაციას ალიანსის პრესსპიკერი ოანა ლუნგესკუ "ტვიტერზე" ავრცელებს.
პრესსპიკერის განცხადებით, სტოლტენბერგს დაავადების მსუბუქი მიმდინარეობა აქვს და იგი მუშაობას დისტანციურად გააგრძელებს.
"სტოლტენბერგი სრულად არის ვაქცინირებული და მიღებული აქვს ბუსტერ დოზა", - დასძინა ლუნგესკუმ.