რუსეთი ევროპული ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საქართველოში გამართვას მხარს უჭერს.
ამის შესახებ რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ალექსანდრ ჟუკოვმა განაცხადა.
მისი განმარტებით, სპორტი სპორტია და მას ქვეყნებს შორი არსებული პოლიტიკური უთანხმოება არ უნდა შეეხოს.
აღსანიშნავია, რომ ჟუკოვი გუშინ, ბელგრადში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე გია ნაცვლიშვილს შეხვდა.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების ადგილს ევროპის ოლიმპიური კომიტეტების გენერალური ასამბლეა დღეს გადაწყვეტს. ფესტივალის მასპინძლობის სურვილს, თბილისის გარდა ჩეხეთის ქალაქი ბრნოც გამოთქვამს.