"ფაქტობრივად, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ სიკვდილით დასაჯოს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-ს წევრმა, გიორგი ბოტკოველმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, "ართული ოცნების" ხელისუფლება, მოსვლის დღიდან ბერკეტებს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ იყენებს.
"ფაქტობრივად, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ სიკვდილით დასაჯოს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, მოსვლის დღიდან, საკუთარი ქმედებით, საკუთარ ინტერესებს და ბერკეტებს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ იყენებს. ხელისუფლებას რომ არავითარი გეგმა არ გააჩნია იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს, ამას ხელისუფლების ყოველდღიური ქმედებები ასახავს. დღეს მოვისმინეთ განცხადება იუსტიციის მინისტრის, თითქოს, მიიღო ლოიალური გადაწყვეტილება და ქვეყნის მესამე პრეზიდენტი გადაყავს „ვივამედის“ კლინიკაში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ყოფილა მხოლოდ კვლევებზე გაკეთებული განცხადება. ამ ყველაფრით, ყოველდღიურად დასტურდება, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ქმედებებში საქართველოს განვითარებისთვის არაფერია და ეს მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება რუსულ ინტერესებს", - განაცხადა ბოტკოველმა.