გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი უკრაინაში ჩავიდა.
უკრაინაში ვიზიტი ანალენა ბერბოკმა ბუჩიდან დაიწყო. მას თან ახლდა უკრაინის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა.
ბუჩაში, სხვა საკითხებთან ერთად, ბერბოკი ესაუბრა ადგილობრივ მოსახლეობას, რომელთაც მას რუსული სისასტიკის შესახებ მოუთხრეს.
ბერბოკი გახდა გერმანიის მთავრობის პირველი წევრი, რომელიც უკრაინას რუსეთის თავდასხმის შემდეგ ეწვია.
უკრაინაში, ანალენა ბერბოკთან ერთად, იმყოფება ასევე ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი. როგორც მისი "ტვიტერის" გვერდიდან ირკვევას, ის ირპინში იმყოფებოა. მინისტრის თქმით, მოგვიანებით, ანალენა ბერბოკთან ერთად, დაგეგმილია შეხვედრა უკრაინის მთავრობის წევრებთან.